ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში დღეს ზეიმია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან სახელმწიფოებრიობის აღიარების შვილი წლისთავს აღნიშნავენ.
დაგეგმილია არაერთი ღონისძიება. თარიღის გამო ორი დღით საოკუპაციო ზოლზე გადაადგილება შეიზღუდა.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთი აღიარებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას 27 აგვისტოს რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა.