თითქმის 24-საათიანი წვიმის შემდეგ ბათუმში გამოიდარა და ადამიანები იმ პრობლემების გადაჭრას ითხოვენ, რაც სტიქიამ შეუქმნა.
ქალაქში ამ ეტაპზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინაროებს. მოსახლეობა კი ზიანის დათვლასა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
წინასწარი ინფორმაციით, გაუმართავი საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის გამო ზიანი საცხოვრებელი სახლებს, მანქანებს და კომერციულ ობიექტებს მიადგა. ქონების ნაწილი მთლიანად განადგურებულია.
ბათუმის მერი კი დილის 8 საათის შემდეგ კურიერის გადამღებ ჯგუფს "ვერ პოულობს". შესაბამისად, ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ზარალი მიიღო შავიზღვისპირა ქალაქმა, ჩვენთვის უცნობია.