17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია რუსეთში ბიზნეს საქმიანობას განაგრძობს - Euronews

550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია რუსეთში ბიზნეს საქმიანობას განაგრძობს - ინფორმაციას Euronews-ი იელის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ჩამონათვალში მოხვდნენ ევროპული და ამერიკული კომპანიებიც. საერთო ჯამში, კვლევაში წარმოდგენილია 1 389 კომპანია, რომლებიც ხუთ კატეგორიად არის დაჯგუფებული.

მათგან 223 რუსეთში საქმიანობას "ჩვეულ რეჟიმში" განაგრძობს; 162-მა ფირმამ მომავალში რუსული ბაზრის დატოვების პირობა დადო, თუმცა საქმიანობას დღემდე განაგრძობს; 170-მა კომპანიამ მნიშვნელოვნად შეამცირა საქმიანობა რუსეთში; 493-მა სრულად ან თითქმის სრულად შეაჩერა რუსეთში ფუნქციონირება; 341-მა კი სრულად დატოვა რუსეთი.

ის 555 კომპანია, რომლებიც ჯერ კიდევ ოპერირებენ რუსეთში, იელის უნივერსიტეტის კვლევაში შესული კომპანიების 40%-ს წარმოადგენს.

ევროპული კომისიის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ევროკავშირის სანქციები კომპანიებს რუსეთის დატოვებას არ ავალდებულებს.

დღის ამბები