უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის პროცედურა დასრულდა.
ერთიანი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე უკვე განთავსდა ინფორმაცია სასწავლებლებში ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების შესახებ.
წელს საქართველოს უნივერსიტეტებში 44 ათასი ვაკანტური ადგილი იყო, გამოცდებში კი მონაწილე 39 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობდა. ანუ უნივერსიტეტებში იმაზე მეტი ადგილი იყო, ვიდრე სტუდენტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით მხოლოდ 28 053 ახალგაზრდამ ჩააბარა. სახელმწიფო გრანტი 6555-მა მათგანმა მოიპოვა.