ბათუმელები სტიქიით მიყენებულ ზიანს ითვლიან. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, მუშაობს თუ არა ამ საკითხზე სპეციალური კომისია.
ქალაქის მერს განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
გიორგი ერმაკოვი კურიერს ინტერვიუს დილის 10 საათზე დაჰპირდა. თუმცა, მას შემდეგ ბათუმის მერიის პრესსამსახური სხვადასხვა მიზეზებს იმიზეზებს და აცხადებს, რომ მერს არ სცალია და სტიქიის ზონაში გადაადგილდება.