20 ნოემბერი 2024,   18:15
ვრცლად
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ალი და ნინოს ძეგლის დემონტაჟი სამართლებრივი დარღვევით განხორციელდა

ბათუმის ბულვარიდან ალი და ნინოს ძეგლის გადატანას ბათუმის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე „უკანონოს უწოდებს.“

როგორც გიორგი კირთაძე რუსთავი 2-თან აცხადებს გადატანის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი სამართლებრივად არის საკრებულო და ეს საკითხი როგორც კირთაძე განმარტავს საერთოდ არ განხილულა.

„როგორც ჩანს ქალაქის მერმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, ამ ძეგლის გადატანაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო ბათუმის საკრებულოს. არათუ გადაწყვეტილება მსჯელობაც კი არ ყოფილა ბათუმის საკრებულოში. ეს არის დიდი დარღვევა. რაზეც პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ - რადგან გამოცხადდა ტენდერი, დაიხარჯა თანხა და სამწუხაროდ დაზიანდა ძეგლი.“-აცხადებს კირთაძე და განმარტავს, რომ ის აპირებს მომხდარზე გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია მერიიდან და გაარკვიოს, თუ ვინ და რის საფუძველზე მიიღო მონუმენტის გადატანის გადაწყვეტილება.

კირთაძის თქმით კიდევ ერთი დარღვევა არის ის, რომ ძეგლის ავტორს ინფორმაცია არ ჰქონდა მისი გადატანის შესახებ. 

 
დღის ამბები