20 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
ბათუმის სავიზიტო ბარათი ალი და ნინოს ძეგლი მნიშვნელოვნად დაზიანდა

ბათუმის სავიზიტო ბარათი ალი და ნინოს ძეგლი მნიშვნელოვნად დაზიანებულია და რეკონსტრუქციის გარეშე მოძრაობას ვეღარ შეძლებს. ქანდაკების დემონტაჟს კომპანია არნაბი 21 ახორციელებდა და ის 5 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. ქანდაკების გადატანისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 234 975 ლარი გამოიყო.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქანდაკება დემონტაჟის პროცესში მერიის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს დაუვარდათ. დემონტაჟის დროს ბაგირი გაწყდა, რის შედეგადაც ნინოს ქანდაკება ჩამოვარდა და კედელს დაეცა. როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ ძეგლს დაზიანებული აქვს რამდენიმე ფრთა.

 
დღის ამბები