20 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
საკრებულოს ოპოზიცია ალი და ნინოს ძეგლის დემონტაჟზე ზოგიერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას გეგმავს

საკრებულოს ოპოზიცია ალი და ნინოს ძეგლის დემონტაჟზე ზოგიერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას გეგმავს. მათი განცხადებით საკრებულო ძეგლის გადატანაში უშუალოდ უნდა ყოფილიყო ჩართული, თუმცა ამ თემაზე საკრებულოში არც მსჯელობა გამართულა და ისინი ინფორმირებულებიც არ ყოფილან. ამის შესახებ განცხადება თავისუფალი დემოკრატების წევრმა კობა ჩხეიძემ გააკეთა.

„ბათუმის საკრებულო არ იყო ინფორმირებული, რომ იგეგმებოდა ძეგლის გადატანა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ასეთი სტიქიური მოვლენები იყო რატომღაც დღეს ასე სპონტანურად გადაწყვიტეს ძეგლის გადატანა. კითხვები გაქვს და ამაზე საკრებულოს სხდომაზე ვიმსჯელებთ,“ - აცხადებს კობა ჩხეიძე.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები