20 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
საფრანგეთის საელჩო ქართველი სტუდენტების საპასუხო განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთის საელჩო იმ ქართველ სტუდენტებს პასუხობს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ უწყება მათ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ საელჩომ ყოველგვარი განმარტების გარეშე უარი უთხრა გრძელვადიანი ვიზის გაცემაზე.  

საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"შეერთებული შტატებისა და დიდი ბიტანეთის შემდეგ, საფრანგეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანაა უცხოელი სტუდენტების მიღების თვალსაზრისით. 2014 – 2015 სასწავლი წლისთვის მათი რიცხვი 290 ათასს შეადგენდა, მათ შორის 430 ქართველი იყო. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის საელჩო ყოველ წელს დაახლოებით 120 ვიზას გასცემს ახალგაზრდა ქართველი გოგონებსა და ვაჟებზე, რომლებიც საფრანგეთში საწსავლებლად მიემგზავრებიან.

უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული ყოველი სტუდენტის დოსიე თბილისში საფრანგეთის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ განხილულია ვიზებთან დაკავშირებული წესდებისა და იმ ფრანგული პოლიტიკის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოზიდვას.

ორშაბათს, 24 აგვისტოს, საელჩომ განაცხადა უარი მხოლოდ 8 სტუდენტურ ვიზაზე. მაგრამ ამასთანავე, იმავე დღეს მნიშვნელოვანი რაოდენობის ვიზებზე დადებითი პასუხი გასცა.

საკონსულო სამსახურებისათვის მიცემული სახელმწიფო ინსტრუქციების შესაბამისად, საკონსულოები სტუდენტურ ვიზებზე უარის გაცემის მიზეზებს არ ხსნიან.

არანაირი აგრესიული თუ დისკრიმინაციული მოპყრობა საელჩოს თანამშრომლების მხრიდან არ იყო დაფიქსირებული.

თითოეული მოთხოვნა ინდივიდუალურად იქნა განხილული, ვიზის მთხოვნელის გეგმების, დაგეგმილი სწავლების განხორციელებისათვის საჭირო უნარისა და საფრანგეთში ცხოვრებისათვის აუცილებელი მისი მატერიალური საშუალებების გათვალისწინებით.

ისევე როგორც ყველა ვიზის მთხოვნელს, ყველა სტუდენტს აქვს საშუალება კონსულის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს ვიზის მოთხოვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილების გამსაჩირვებელ კომისიაში,"-აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები