20 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
ელექტროენერგიის ღირებულების შესახებ ინფორმაციას სემეკი 3 სექტემბერს გამოაცხადებს

რა ეღირება ელექტროენერგია თბილისში–ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სემეკი 3 სექტემბერს გამოაცხადებს. ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ყველა იმ კომპონენტის განხილვა დასრულდა, რომელიც ტარიფს უკავშირდება, მათ შორის 2015-2016 წლების საინვესტიციო დანახარჯების.

თელასის წარმომადგენელის მიხეილ ანთაძის განცხადებით, თელასის სატარიფო განაცხადის წარმოდგენის ძირითადათი სამი წინაპირობა იყო. ეს იყო ვალუტის კურსის ცვლილება, თბოსადგურებზე ელექტროენერგიის ტარიფის მომატება და გადაცემითი ქსელის მომსახურების გაძვირება.

პოლიტიკური გაერთიანება ქართული დასის თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურა მიიჩნევს, რომ ვერც სემეკმა და ვერც თელასმა ვერც ერთ კომპონენტში ვერ დაასაბუთა ტარიფის ზრდის აუცილებლობა.

„აშკარად ჩანს რომ ხალხი ყავთ განწირული და 3 სექტემბერს გეგმავენ ტარიფის 6 თეთრით გაზრდას,“ - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ეკონომიკური სიტუაცია შეიცვალა ქვეყანაში და თბოელექტრო სადგურებმა ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართეს მარეგულირებელ კომისიას, მოსალოდნელი იყო, რომ გამანაწილებელი კომპანიები სატარიფო განაცხადით მიმართავდნენ.

 

დღის ამბები