20 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
მეოთხე გარდაცვლილი ბოლო 2 კვირის განმავლობაში - ფოთში ზღვაში 12 წლის მოზარდის ცხედარს ეძებენ

12 წლის მოზარდი დღეს საღამოს ფოთში ძლიერი ღელვის დროს დაიხრჩო. ის დედასთან და მცირეწლოვან დასთან ერთად სანაპიროზე დღის 5 საათისთვის გავიდა, ძლიერი ღელვის მიუხედავად ბავშვები ზღვაში შევიდნენ, რა დროსაც ტალღამ გაიტაცა. გოგონას გადარჩენა თვითმხილველებმა შეძლეს, ბიჭი კი მალევე დაიხრჩო.

გარდაცვლილი მოზარდის ცხედრის ამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა, სამძებრო ოპერაციაში სანაპირო დაცვის თანამშრომლები მონაწილეობენ.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში დამსვენებლების გარდაცვალების ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, ფოთის სანაპიროზე მთელი სეზონის განმავლობაში არც ერთი მაშველი არ მუშაობს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მთელი სანაპირო უყურადღებოდაა დარჩენილი.

ფოთის ქალაქის მერი პირად საუბარში აცხადებს, რომ პრობლემა მისი უწყების გადასაწყვეტი არ არის.

იმის გამო, რომ ფოთში სამაშველო ჯგუფები სანაპიროზე არ პატრულირებენ ირაკლი კაკულიამ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულა.

ფოთის საკრებულოში ამბობენ, რომ სამაშველო სამსახურისთვის დაფინანსება მერიამ უნდა გამოყოს.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, სოფო ჭულუხაძე, ზაზა ბესელია, ნათია გიორგობიანი. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები