20 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
"ნაგებობა დაუყოვნებლივ საჭიროებდა გადატანას," - ბათუმის მერიის აპარატის უფროსი ალი და ნინოს ქანდაკებაზე საუბრობს

ალის და ნინოს ქანდაკების ნაწილი უკვე ახალ კვარცხლბეკზეა გადატანილი. კომპანიაში, რომელიც სკულპტურის დემონტაჟს ახორციელებს აცხადებენ, რომ ნინოს ქანდაკების დაზიანებული დეტალების შეკეთება დღეს უნდა დასრულდეს რის შემდეგაც მთლიანად ქანდაკების მონტაჟი მოხდება. 

ბათუმის მერიის აპარატის უფროსის ნუკრი დეგანიძის განმარტებით, მასალებში არსებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იმ ტერიტორიაზე, სადაც ალი და ნინოს ქანდაკება თავდაპირველად იქნა დამონტაჟებული, მისი განთავსება შეუძლებელი იყო, რადგან ადგილზე განვითარებულია ეროზირებული პროცესები.

„ექპერტიზის დასკვნით, ნაგებობა დაუყოვნებლივ საჭიროებდა გადატანას სხვა ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ექმნებოდა საფრთხე,“ - განაცხადა ნუკრი დეგანიძემ.

მოძრავ ქანდაკებას ძველი ადგილი შეუცვალეს და ის რამდენიმე მეტრის მოშორებით ახალ კვარცხლბეკზე გადაიტანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები