20 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
ყირიმ-კონგოს ვირუსით 2 ადამიანია დაავადებული - სოფელ აძვში დახმარებას ითხოვენ

სოფელ აძვის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. უკვე მესამე დღეა, სოფლის მკვიდრს გია ხაჩიძეს ყირიმ-კონგოს დიაგონოზით თბილისში მკურნალობენ.

კიდევ ერთი ადგილობრივი კი, ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, სახლში გუშინ გამოეწერა.

მოსახლეობა ადგილზე სპეციალისტების ჩასვლას და სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. 

პაატა იმნაძის თქმით, წელს ყირიმ-კონგოს 9 გამოვლენილი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11-ით ნაკლებია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქონელთან ურთიერთობისას.

ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან.

ყირიმ-კონგოსთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ეს დაავადება ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება. 

 

ავტორი:  ირინა კეჭაყმაძე

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები