20 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
“სახელმწიფო მეთაურები მზად არიან, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილონ" - ანგელა მერკელი

ლიბიის სანაპიროსა და ავსტრიაში მომხდარი ტრაგედიების შემდეგ არ არის გამორიცხული, ევროკავშირის საგანგებო სამიტი გაიმართოს.

ამის შესახებ დღეს ანგელა მერკელმა განაცხადა.

გერმანიის კანცლერის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზე უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები იმ დევნილების პრობლემის მოსაგვარებლად, რომლებიც, ხმელთაშუა ზღვის გარდა, ევროპაში მოხვედრას უკვე სახმელეთო გზებით ცდილობენ.

“სახელმწიფო მეთაურები მზად არიან, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილონ. ევროკომისია უკვე მუშაობს ახალ ინიციატივებზე, რომელიც დაგვეხმარება ამ საკითხის უკეთ გადაჭრაში. საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სამიტიც გაიმართება. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ წინასწარი სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრებმა უნდა ჩაატარონ,“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები