02 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა მარიამობა აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქართველმა სამხედროებმა მარიამობა აღნიშნეს.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა 43-ე ბატალიონის მოძღვარმა სამხედრო ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ ბატალიონის ხელმძღვანელობამ წარჩინებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

დღის ამბები