20 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
გადათხრილი გზები - თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა სექტემბერში რთული იქნება

დედაქალაქში მძღოლები სატრანსპორტო მოძრაობის გართულებას სექტემბრიდან ვარაუდობენ. ერთ-ერთი მონაკვეთი, სადაც უკვე საცობები ხშირად შეინიშნება, მარშალ გელოვანის გამზირია.

დიღმურას ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და თბილისის მერიის ინფორმაციით, ის დეკემბრამდე გაგრძელდება. კომპანიაში, რომელიც დიღმურას ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, ამბობენ, რომ გზას დაგეგმილ ვადებში გახსნიან.

მოძრაობას შეაფერხებს 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ვაკე-საბურთალოს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლის დასრულებას თბილისის მერიაში სექტემბრის შუა რიცხვებში გეგმავენ. თუმცა, კომპანიაში, რომელიც გზაზე სამუშაოებს ახორციელებს, გზის რეაბილიტაციის დასრულების ზუსტი ვადები არ იციან.

ექსპერტები და საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მერიას გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანებით დაწყებაში ადანაშაულებენ.

თბილისში ავტომანქანების მომატებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან ვარაუდობენ. თუმცა, თბილის ცენტრალურ და მცირე ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

 

ავტორი: თათია ხორბალაძე

დღის ამბები