გორის, ფოთისა და ბათუმის შემდეგ რუსთავი 2 უკვე ზუგდიდში ჩადის. გრანდიოზული კონცერტი ქალაქის ცენტრში, ე.წ. ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკეიტ პარკში დღეს საღამოს 8:00 საათზე გაიმართება. მანამდე კი სპეციალურად ბავშვებისთვის გასართობი პროგრამაა დაგეგმილი.
ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან დაწყებულია საორგანიზაციო სამუშაოები და მიმდინარეობს სცენის მონტაჟი, ასევე საბავშვო გასართობი მოწყობილობების განლაგება.
გასართობი პროგრამა ზუსტად 16:00 საათზე დაიწყება, რომელში მონაწილეობის მიღებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.