გერმანიაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვი გორში დაკრძალეს. ბავშვს გერმანიის გარდა საქართველოშიც ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხიც ოქტომბერში უნდა გახდეს ცნობილი. ოჯახის წევრების თქმით, ბავშვს გარეგნული დაზიანებები არ ეტყობა. მათივე მტკიებით, პატარას დაღუპვის მიზეზი სამედიცინო პერსონალის უყურადღებობაა.
ბავშვი გერმანიაში სასუნთქი გზების პრობლემების გამო წაიყვანეს. 4 წლის ანდრია დვალიშვილი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს.