ტელეკომპანია იმედის გადაწყვეტილებას თოქ-შოუების დახურვასთან დაკავშირებით ეხმაურება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო.
საბჭო მიიჩნევს, რომ ახალი სატელევიზიო სეზონის წინ ორი რეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს დახურვა უარყოფითად აისახება, როგორც მედიის მრავალფეროვნებაზე, ისე პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობაზე ქვეყანაში.
”ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სეზონის გახსნის 2016 წლამდე გადატანა სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკური დისკუსის საკმაოდ ხანგრძლივ დეფიციტს წარმოქმნის. ამავე დროს, არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭოს შეუსაბამოდ მიაჩნია გადაწყვეტილების გასაჯაროებისა და არხის რეიტინგული წამყვანის გათავისუფლების ფორმაც,” - წერია განცხადებაში.