„ვერასოდეს ვერ დავიჯერებ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება,“-ასე აფასებს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია იმედის მიერ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის გადაწყვეტილებას. მისი თქმით არც ერთი ტელეკომპანია 2 მაღალრეიტინგულ გადაცემას ერთდროულად არ ხურავს.
„ვერასოდეს ვერ დავიჯერებ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა რადგან ფაქტია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში იღებს ერთი კაცი, რომელსაც აქვს თავისი სწორება როგორი უნდა იყოს მედია, ის აწესებს მედიასტანდარტებს, მას აქვს მოსაზრებები ხვდებოდა ჟურნალისტებს, ექსპერტებს. არ არის გამორიცხული, რომ მისი მოსაზრება იყო. ხელისუფლება ყოველთვის ეცდება, რომ გაგვაკონტროლოს, ცუდი ისაა თუ ტელევიზიის მფლობელები ხელისუფლებას გაუგორებენ კოჭს. ჩემს შემთხვევაში ეს ასე მოხდა,“-აცხადებს ინგა გრიგოლია და განმარტავს, რომ მან გუშინვე მიიღო რამდენიმე შეთავაზება და ის აუცილებლად იქნება ტელევიზიაში.