ზუგდიდში რუსთავი2-ის კონცერტი 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა . ე.წ. ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი ზუგდიდელისა და ქალაქის სტუმრის წინაშე ჩვენი ტელეკომპანიის ცნობილი სახეები წარდგენენ.
შეკრებილებს საშუალება ჰქონდათ, კომედი შოუს ყველაზე პოპულარული სკეტჩები და სიმღერები მოესმინათ და ენახათ.
იმღერეს პროექტების - ნიჭიერის, საქართველოს ვარსკვლავისა და X ფაქტორის მონაწილეებმა. სცენაზე გამოვიდნენ კახაბერი და ხანუმებიც. კონცერტი ჯგუფმა გამოუვალმა მდგომარეობამ დახურა.
შეკრებილებს განწყობა ვერც წვიმამ გაუფუჭა.
"ჩვენ ხარისხიან პროდუქციას და ბევრ სიყვარულს ვთავაზობთ ადამიანებს. მათ ისედაც ძალიან უყვართ რუსთავი2,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.