ძლიერი წვიმის შედეგად ფოთს კვლავ პრობლემები შეექმნა. ამჯერად ნაბადის უბანი დაიტბორა.
სამეგრელოს, სასანიასა და კოკაიას ქუჩებში წყალი ეზოებსა და პირველ სართულებზე შევიდა. ადგილობრივ მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა დაუზიანდა.
გარკვეული პერიოდი ელექტროენერგიაც გათიშული იყო, რის გამოც უბანში მდებარე სატუმბმა სადგურმა გამართულად ვერ იმუშავა. ნაბადის უბანის დატბორვის ერთერთ მიზეზად ფოთის მერიაშიც სწორედ ამას ასახელებენ და აცხადებენ, რომ ამჟამად ქალაქში ყველა სატუმბი სადგური წესრიგშია.