20 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
"გუბერნიებში არ უნდა წყდებოდეს, ეს წმინდა საფეხბურთო საკითხია" - რევაზ არველაძე

გურიაში გუბერნატორის მოადგილესა და ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის წევრებს შორის გამართულ შეხვედრას, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რევაზ არველაძე ეხმაურება. 

არველაძე ამბობს, რომ პოლიტიკოსები საფეხბურთო საქმეებში არ უნდა ჩაერიონ.

"გუბერნიებში არ უნდა წყდებოდეს ასეთი საკითხები. ეს წმინდა საფეხბურთო საკითხია.  ვინც კანდიდატი დააყენა და დელეგატი წარმოადგინა, ეს კანონის სრული დაცვით გააკეთა,"- აცხადებს რევაზ არველაძე. 

რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია. ერთ-ერთი, ვინც არველაძე თანამდებობაზე წარადგინა, გურიის ფეხბურთის ფედერაციაა. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები