20 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობა - ძეგლების დაზიანების მიზეზს გამოძიება სწავლობს

შეუძლებელია, საქართველოს რამდენიმე ტაძარი თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების დაზიანება სხვადასხვა დროს სასულიერო და საერო პირების ხელოვნურმა ჩარევამ გამოიწვია.

კულტურული მემკვიდრეობის ისეთ ძეგლებზე, რომელთა ავთენტურობა სრულად დარღვეულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.

არ არის გამორიცხული, ძიების დასრულების შემდეგ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელთა თვითნებური ჩარევითაც ძეგლები დაზიანდა.

გამოძიება დაინტერესდა, ბათუმის წმინდა ბარბარეს ეკლესიითაც.

ეკლესიის დაზიანების გამო გამოძიება დაიწყო გურჯაანის სამხარეო სამმართველომაც. საქმე ეხება სოფელ ვაზისუბანში მთავარანგელოზთა დაზიანებულ ეკლესიას.

არის ისეთი ტაძრები, სადაც სააგენტოს გაფრთხილების შემდეგ უნებართვო მშენებლობები შეჩერდა, ერთ-ერთი ასეთი ეკლესია ასპინძაშია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ძეგლების დაზიანების რაოდენობამ ბოლო პერიოდში იკლო, თუმცა დიდია ისეთი ტაძრების რაოდენობაც, რომელიც თვითნებური ჩარევით ამ დრომდე დაზიანებულია.

 

 

ავტორები: დავით ქაშიაშვილი

 

 

დღის ამბები