20 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
საქართველოში მთავრობის კრიტიკა სახიფათო ხდება

პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ტელეკომპანია იმედის მფლობელებსა და მენეჯმენტს მიაღებინეს, - ინგა გრიგოლიას ამ განცხადების საპასუხოდ დამატებითი განმარტებები იმედის ყველაზე რეიტინგული თოქშოუების დახურვასთან დაკავშირებით არხის ხელმძღვანელობას ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მმართველი გუნდი პრეტენზიებს ისევე, როგორც რუსთავი2-თან დაწყებულ სამართლებრივ დავაზე, არც ამჯერად იზიარებს. თუმცა, არა სრული შემადგენლობით.

უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს დღეს არ დაუმალავს, რომ ტელეკომპანია იმედში თოქშოუების დახურვის რეალური მიზეზი ხელისუფლების კრიტიკა აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, საქართველოში მთავრობის კრიტიკა სულ უფრო სახიფათო ხდება.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

 

ამავე თემაზე
დღის ამბები