20 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
"თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დავაში ქართული ოცნების ხელი არ ურევია" - შალვა შავგულიძე

სესიის პირველ დღეს დარბაზში საუბარი მედიაში მიმდინარე პროცესებს შეეხო. თავისუფალმა დემოკრატებმა ეს პროცესები დაუკავშირა ხელისუფლების სურვილებს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს მედია.  

"თავს ვერ მოვიტყუებთ და ვერ დავიჯერებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დავა მართლა ყოფილმა მეპატრონეებმა წამოიწყეს და ამაში ქართული ოცნების ხელი არ ურევია. ამის თქმის საფუძველს ამ დავასთან დაკავშირებული ბევრი გარემოება მაძლევს.

ასევე არ შეიძლება იმის დაჯერება, რომ ტელეკომპანია იმედმა საკუთარი ინიციატივით შეაჩერა მისი მაუწყებლობის ყველაზე მეტად რეიტინგული გადაცემები და თან ეს გააკეთა წინასაარჩევნო წლის დასაწყისში," - აცხადებს შალვა შავგულიძე და ამ სეგმენტის იმედზე დახურვას ხელისუფლების ჩარევას უკავშირებს.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან უმრავლესობაში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ დღეს მედია, როგორც არასდროს, თავისუფალია.

"ის, რომ ყველაფერი არ არის ცუდად და ბევრი რამე გაკეთდა, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და ეს ყველაფერი საქართველოში დღეს შეუდარებლად უკეთეს მდგომარეობაშია," - განმარტა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა. 

დღის ამბები