ტელეკომპანია, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ წლების განმავლობაში რუსთავი 2-ის მისამართით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც კომპანიის ფინანსურ დამოუკიდებლობას უქმნიდა საფრთხეს.
"მესაკუთრეების დავა არის ძალიან ხისტი ჩარევა რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობაში ეს ყველამ იცის იმიტომ, რომ აბსოლუტურად აბსურდულია ყველა მესაკუთრის მოთხოვნა უმარტივესი მიზეზის გამო-ყველას მთხოვნა ხანდაზმულია. აქამდე გადაიდგა არაერთი ნაბიჯი რომელთა უმრავლესობასაც ეკონომიკური შინაარსი ჰქონდა. რატომ? იმიტომ, რომ რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, იმიტომ, რომ ჩვენ არავინ არც ერთ კაპიკს არ გვაძლევს. თუ ჩვენ ეკონომიკურად დამოუკიდებელი არ ვიქნებით, შესაბამისად სიტყვის თავისუფლება შეგვეზღუდება,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.