18 მაისი 2024,   05:48
ვრცლად
უკრაინული მხარე რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის სრულად დაკავებას უარყოფს

უკრაინული მხარე რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის სრულად დაკავებას უარყოფს.

როგორც სააგენტო „როიტერს“ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განუცხადა, „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟნის განცხადება ქალაქ ბახმუტის სრულად აღების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

"ეს არ არის სიმართლე. ჩვენი დანაყოფები ბახმუტში იბრძვიან," – განაცხადა ჩერევატიმ.

დონეცკის ქალაქი ბახმუტი მრავალი თვის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე ომის ყველაზე ხანგრძლივი შეტაკებების ცენტრია. რუსეთის ძალები დასახლების აღებას ივნისიდან ცდილობენ.

დღის ამბები