30 დეკემბერი 2024,   21:04
ვრცლად
ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2008 წლის ომი არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში 2008 წლის ომი არ იქნებოდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნებისმიერი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ჰქონდეს რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს საფრთხეებს".

"ნებისმიერი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, რომ ჰქონდეს რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას საფრთხეებს თავიდან ააცილებს. ამისთვის არსებობენ უსაფრთხოების სამსახურები, უსაფრთხოების პოლიტიკა და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ უმძიმეს რეგიონში, უმძიმეს სამეზობლოში და ასეთ დროს არის რისკები და ყველა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ქვეყანას ეს რისკები თავიდან ააცილოს, რაც სამი სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში ვერ მოხერხდა იქიდან გამომდინარე, რომ შეცდომები იქნა დაშვებული.

ირაკლი ღარიბაშვილმა სწორად თქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2008 წლის ომი არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა. "ნაციონალური მოძრაობა" დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა, ამას გეუბნებით სრული გარანტიით.

შენ უნდა გქონდეს სწორი პოლიტიკა იმისთვის, რომ არა უწყინარი ქვეყნებისგან დაიცვა თავი, არამედ პირველ რიგში თავი დაიცვა სწორედ პრობლემური მეზობლებისგან," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები