სასამართლო გადაწყვეტილება ისევ უცნობია. დღეს რუსთავი2-ის საჩივრის განხილვის 20-დღიანი ვადა ამოიწურა. თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ამის შესახებ გადაცემა არჩევანში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, ისაუბრა.
„თუ ადრე იყო კითხვები, დღეს ყველა კითხვაზე პასუხები გაცემულია, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც განვითარდა ბოლო პერიოდში ქართულ მედიასივრცეში. როდესაც საუბარია წილების მფლობელებზე, მგონი, განსაკუთრებული იურიდიული განათლებაც არაა საჭირო, მიხვდე, როგორ თეთრი ძაფით ნაკერ საქმესთან გვაქს შეხება,“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.