20 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
ინგა გრიგოლია ეჭვობს, რომ მისი გადაცემის დახურვა ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა

ინგა გრიგოლია ეჭვობს, რომ მისი გადაცემის დახურვა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა.

ამის შესახებ გადაცემა არჩევანში თავად ინგა გრიგოლიამ ისაუბრა და თქვა, რომ მას აქვს ეჭვი, რომ ტელეკომპანია იმედმა შეასრულა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე მაქვს ეჭვი, რომ ტელეკომპანია იმედმა შეასრულა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის ავტორიც თქვენთვის კარგად ცნობილი ბიძინა ივანიშვილია,“ - ამბობს ინგა გრიგოლია.

გადაცემა არჩევანში ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ ვერსიებზე ისაუბრა და ერთ-ერთ ვერსიად მისი აშშ-ში ვიზიტი დაუკავშირა, სადაც ის სხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ რუსთავი2-ის ტელეწამყვანებიც.

დღის ამბები