თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, რუსთავი2-ზე ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ პოლიტიკურ ზეწოლაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ დაინტერესებას ხედავს.
ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადება, რაშიც მას ხელს რუსთავი2 უშლის.
„თუ ივანიშვილმა მოახერხა რუსთავი2-ის გაჩუმება, ეს იქნება წინაპირობა იმისი, რომ ქვეყანაში არაპროგნოზირებადი პროცესები განვითარდეს; ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ ხელისუფლება აპირებს, არჩევნებში ხალხის ხმა ჩაახშოს და ეს იქნება სიგნალი, რომ არათანაბარი, არასწორი ბრძოლის მეთოდებით აპირებს ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო წლის ჩატარებას,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.