20 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
დღეს გახდება ცნობილი, საქართველო ამერიკის კინოაკადემიას რომელ ფილმს წარუდგენს

დღეს გახდება ცნობილი, თუ რომელ ფილმს წარუდგენს საქართველო ამერიკის კინოაკადემიას.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს, რომლის თანახმად, წარსადგენი ფილმი კინოთეატრ ამირანში დასახელდება.  

"ფილმს სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელიც კინოპროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. კომისიის წევრები არიან: რეჟისორები ნანა ჯორჯაძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი და ნანა ჯანელიძე, მსახიობი ნატო მურვანიძე, მწერალი და სცენარისტი ვაჟა გიგაშვილი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი და პროდიუსერი ნოშრე ჩხაიძე," - ნათქვამია განცხადებაში. 

კინოცენტრმა კვალიფიციური ფილმების შესარჩევად განაცხადების მიღება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.  შესარჩევ პროცესში მონაწილეობა კი ორმა ფილმმა მიღო. ეს ფილმებია: მოჰსენ მახმალბაფის პრეზიდენტი (დიქტატორი კარგავს ძალაუფლებას, როდესაც მისი ქვეყანა რევოლუციონერების ხელში აღმოჩნდება) და ლევან თუთბერიძის მოირა (ბედისწერის ქალღმერთის, მოირას სახელი ჰქვია პატარა თევზსაჭერს, რომლითაც საარსებო ფულის შოვნას აპირებენ მეთევზე ძმები, მაგრამ ბედისწერა მოულოდნელი და დაუნდობელია). 

ფილმების ჩვენებები 12:00 და 14:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში გაიმართება. შედეგების შეჯამების შემდეგ კი, კომისია საქართველოდან ოსკარზე წარსადგენ კანდიდატ ფილმს გამოავლენს.

დღის ამბები