20 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
"ეს პროვოკატორები მოვაშოროთ" - პრემიერმა კახეთში სიტუაციის კონტროლი შს მინისტრს დაავალა

კახეთში სიტუაციის კონტროლი შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალა. მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი მღებრიშვილს დაავალა ადგილზე ჩავიდეს, გაარკვიოს ვინ ახდენს არეულობის პროვოცირებას, იმოქმედოს კანონის ფარგლებში და როგორც ღარიბაშვილმა თქვა: მოაშოროს ადგილიდან პროვოკატორები.

"მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, ბატონ მღებრიშვილს - გთხოვთ მაქსიმალრუად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, ეს პროვოკატორები მოვაშოროთ. ისეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობა ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით, რაღაც ინტრიგნული, პროვოკაციული მეთოდებით, აპირებს რთველის, ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას. მე ვიცი, რომ მოსახელობის ნაწილი ითხოვდა თქვენთან შეხვედრას, მაგრამ, მე გირჩევდით, რომ არ შეხვდეთ პროვოკატორებს. დგას ბირჟაზე 20-30 კაცი, დააყენეს ბირჟაზე. რა უნდა ქართველ გლეხს ბირჟაზე და ყურძენი უფუჭდებათ. ეს არის რეალობა და მის ირგვლივ ფონს უქმნიან თბილისიდან ჩასული ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ეს უსუსური, დესტრუქციული ადამიანები," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ვიდრე მინისტრს ამ დავალებას მისცემდა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გლეხების პროვოცირებას ნაციონალური მოძრაობა და კერძოდ პარლამენტის დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი ახდენენ.

"მე ვიცი, რომ ერთერთი დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და იმის გამო, რომ ერთგულება დაუმტკიცოს კიდევ გუბერნატორს, არა კახეთის, არამედ - ოდესის, ჩადის იქ და აქტიურობს," განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე. 

დღის ამბები