"არსად არ მივდივარ სისხლის ფასადაც რომ დამიჯდეს,"- ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
დეპუტატი ღვინიაშვილი მოუწოდებს შს მინისტრს ჩავიდეს კახეთში და მან თავად "გაიყვანოს" აქციიდან.
"არსად არ მივდივარ სისხლის ფასადაც რომ დამიჯდესო სადაც ჩემი ხალხია იქ უნდა ვიყოო. კარგი ბიჭიაო შს მინისტრი ჩამოვიდეს და გამიყვანოს აქედან,"- აცხადებს დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი.