20 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
„მოსამართლე ურთმელიძე დაინტერესებული მხარეა," - ნიკა გვარამია

რუსთავის 2 -ის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა დღეს საქალაქო სასამართლომ. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებასთან ერთად საქმის კოლეგიალური წესით განხილვას და ზეპირ მოსმენას მოითხოვდნენ. მოლოდინი, რომელიც მოპასუხე მხარეს ჰქონდა არ გამართლდა, მოსამართლე ურთმელიძემ გადაწყვეტილება ისევ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.

„მოსამართლე ურთმელიძე დაინტერესებული მხარეა, ჩვენ პროცესზე ვზივართ და ჩვენს წინააღმდეგ არის არამხოლოდ მოსარჩელე ქიბარ ხალვაში, არამედ ასევე სახელმწიფო, მისი წარმომადგენლის, მოსამართლე ურთმელიძის სახით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენეთ მისი აცილება და მისი აცილების საკითხს ყველა ჯერზე დავაყენებთ, იმიტომ, რომ არ ვენდობით ამ მოსამართლეს, მათ შორის ჩვენი მწვავე შეფასებების შემდეგ მას, რომც უნდოდეს, ვერ იქნება ნეიტრალური. კი გვითხრა, რომ ძალიან ტოლერანტულია, მაგრამ სასაცილოა. დღევანდელი დღის ტურავას სტატუსი ძალიან დამაჯერებლად დაიმსახურა მოსამართლე ურთმელიძემ,"-განაცხადა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები