20 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
„დადასტურდა, რომ სარჩელის აბსურდულ და კომიკურ ნაწილში არანაირი მტკიცებულება არ აქვს" - ზაზა ბიბილაშვილი ქიბარ ხალვაშზე საუბრობს

საქალაქო სასამართლომ დღეს რუსთავის 2-ის არცე რთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებასთან ერთად საქმის კოლეგიალური წესით განხილვას და ზეპირ მოსმენას მოითხოვდნენ.

მოლოდინი, რომელიც მოპასუხე მხარეს ჰქონდა არ გამართლდა, მოსამართლე ურთმელიძემ გადაწყვეტილება ისევ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ისგან ქიბარ ხალვაში დამატებით 19 მილიონამდე ლარს ითხოვს.

„დღევანდელი სხდომიდან ერთადერთი პოზიტივი არის ის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სარჩელის აბსურდულ და კომიკურ ნაწილში რაც ინტელექტუალურ საკუთრებას შეეხება, სადაც ქიბარ ხალვაში აბობს, რომ თითქოს ის არის რუსთავი 2-ის ლოგოს და გადაცემების ფორტ ბოიარდის, უკანასკნელი გმირისა და ჯეობარის ავტორი, არანაირი მტკიცებულება არ აქვს საკუთარი ფანტაზიებისა და განცხადებების გარდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ შუამდგომლობა იმ ნაწილშიც არ დაგვიკმაყოფილა, სადაც ვითხოვდით, რომ საქმის წარმოება შეეწყვიტა, ვინაიდან  ამ ნაწილში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ არაფერი  არ არსებობს,“-განაცხადა რუსთავი 2-ის ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები