20 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
3 შუამდგომლობა და 3 უარი-რუსთავი 2-ის საქმე გრძელდება

რუსთავი2–ის სამივე შუამდგომლობა, მათ შორის ყადაღის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, მოსამართლემ ისე განიხილა, რომ ტელეკომპნიის იურისტებს ამის შესახებ ინფორმაციაც არ ჰქონიათ. თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანიის ყადაღა ძალაში ზეპირი მოსმენის გარეშე დატოვა.

სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობები მოსამართლე ურთმელიძის აცილების და საქმის კოლეგიურად განხილვის შესახებ. უსაფუძვლობის გამო, გამოირცხა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობაც იმ ორი მოწმის დაკითხვის შესახებ, რომლებიც მათივე განმარტებით რუსთავი2–ის ლოგოზე და საერთაშორისო პროექტებზე ქიბარ ხალვაშის საავტორო უფლებებს დაადასტურებდნენ. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი არ უარყოფს, რომ მოწმეების ჩვენება მათი ერთადერთი მტკიცებულება უნდა გამხდარიყო და მოსარჩელე მხარეს, საავტორო უფლებების დასადასტურებლად სხვა არგუმენტი არ აქვს.

ქიბარ ხალვაშის ადვოკტებმა, წილების იძულებით გასხვისების შემდეგ მიღებული მოგება-18 მილიონი ლარი მოითხოვეს.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი და ადვოკტები მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს უნდობლობას უცხადებენ, თუმცა ამბობენ, რომ მოსარჩელე მხარეს არგუმენტები არ აქვს, რაც რუსთავი2–ის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ ომში, ქიბარ ხალვაშის და ხელისუფლების გამარჯვების შანსებს გამორიცხავს.

ავტორი:თამარ ბაღაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები