საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
პრეზიდენტი გმობს რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას.
"მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას.
ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.
მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ", - აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.