20 ნოემბერი 2024,   18:15
ვრცლად
ლევან იზორიას ძმა ქალაქში ე.წ. "ნარუშილოვკით" გადაადგილდებოდა-ყოფილი პოლიციელის სკანდალური კადრები

პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ კომპრომატები საინფორმაციო სააგენტო ტაიმერსა და გაზეთ ქრონიკა +-ს გადასცა და მისი გავრცელება სთხოვა. ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორია ძმაა, რომელიც საპატრულო პოლიციამ ის ღერძულა ხაზზე დარღვევით  მოძრაობისთვის გააჩერა.

"იზორიას ძმა გავაჩერეთ, აშკარად არაადეკვატური იყო, როგორც ფხიზელ ადამიანს შეეფერება. მთვრალი იყო თუ რაიმეს ზემოქმედების ქვეშ ნამდვილად არ ვიცი, ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ მომაწოდა ე.წ. სპეცსაშვი, რომელსაც ვეძახით ე.წ. "ნარუშილოვკას" და ამის საფუძველზე იძულებული ვიყავი, რომ მე ის გამეშვა,"-აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი. 

ვიდეომასალებიდან, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსმა ლეიტენატმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოიღო დგინდება, რომ საიდუმლო დოკუმენტები ე.წ „ნარუშილოვკა“ სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს და მეგობარ გოგონებს დაურიგეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები