02 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ავარია მახინჯაურში - ტრაილერი სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურის ცენტრში. ტრაილერი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა,
შედეგად ავტობუსი ინერციით გზის მარჯვენა მხარეს ხეს შეასკდა.

დაშავდა ექვსი ადამიანი. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი ბათუმის საავადმყოფოებში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ყველა მათგანს დაჟეჟილობები აღენიშნება და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ.

სამართალდამცველებმა ორივე მძღოლი დაკითხეს. ერთ-ერთი მათგანი თურქეთის მოქალაქეა. ავარიის გამო ბათუმის გასასვლელში გარკვეული პერიოდი მოძრაობა შეფერხებული იყო.

დღის ამბები