18 მაისი 2024,   10:28
ვრცლად
"კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, 29 აპრილს არ ჩანიშნოს მეორე პლენარული მოსმენა" - რატი ამაღლობელი

დემონსტრანტებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით სვლა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, რატი ამაღლობელის მოწოდების შემდეგ დაიწყეს.

მისი ინიციატივა იყო საკანონმდებლო ორგანოსთვის წრის შემორტყმაც. შეიკრა ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი, რომელსაც აქციის მონაწილეებმა "მოქალაქეობრივი ხორუმი" უწოდეს.

აქციაზე გაისმა მოთხოვნაც, პარლამენტმა დღეისთვის კანონპროექტის პლენარული მოსმენა, არ დაგეგმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვადასხვა საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ჯგუფები ყველაფერს გააკეთებენ პროცესის შესაჩერებლად.

"რესპუბლიკის მოედნიდან დავიძვრებით მარშით, საქართველოს პარლამენტის მიმართულებით, მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს, ეს იქნება ჩვენი მოქალაქეობრივი ხორუმი. კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, 29 აპრილს არ ჩანიშნოს მეორე პლენარული მოსმენა. თუ ხელისუფლება არ დანიშნავს მეორე პლენარულ მოსმენას, არ გვექნება აქცია და საჭირო დროს გამოვალთ, რომ არ შეიქმნას სურათი, ქართველი ხალხის გახლეჩილობისა, მაგრამ თუ ხელისუფლება წავა პროვოკაციაზე, მას აქვს მთელი პასუხისმგებლობა აღებული", - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

დღის ამბები