18 მაისი 2024,   09:55
ვრცლად
საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მონაწილის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო

საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტია. ლინა პოღოსოვა პარლამენტის შენობის წინ ჭყლეტაში მოყვა. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მედიის წარმომადგენელი უსაფრთხო ადგილას სამართალდამცველებმა გადაიყვანეს.

აქციაზე დაშავებულთა შორის არის 28 წლის გიორგი კერესელიძეც, ის გულ-მკერდის არეში ტკივილის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად ექიმი კიდევ რამდენიმე ადამიანს დასჭირდა. მათ პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებში გაუწიეს.

დღის ამბები