20 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
"მე დავარწმუნე რუსთავი 2, რომ აშშ-ის საელჩო მოვლენებს ყურადღებით აკვირდება"-იან კელი

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს. იან კელიმ დღეს შეხვედრა სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობასთან გამართა. შეხვედრის შემდეგ კი განცხადება გაავრცელა. 

"დღეს მე რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას შევხვდი, რათა გამეგო უფრო მეტი იმ სასამართლო საქმის შესახებ, რომელიც ტელევიზიის ფინანსურ მდგრადობაზე ახდენს გავლენას. მე დავარწმუნე რუსთავი 2, რომ აშშ-ის საელჩო მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

შეერთებული შტატების მთავრობას ხშირად აღუნიშნავს საქართველოს ღია მედიაგარემო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება რეგიონში სანიმუშოდ აღიარებს. ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ისე ჩანს, რომ ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და მედიამრავალფეროვნებას, სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას.

ნებისმიერი დემოკრატიის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია ძლიერი, პასუხისმგებლიანი მთავრობა. მედიამრავალფეროვნება არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელებმა გვასწავლეს, მთავრობის უპირველესი ამოცანაა ჩვენი თავისუფლების დაცვა. ჩვენი თავისუფლება კი თავისუფალ, შეუზღუდავ და მრავალფეროვან მედიას ეყრდნობა"- ამბობს ამერიკის ელჩი იან კელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები