20 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
169-ე ბაგა ბაღის დირექტორის ბრალდებებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს

169-ე ბაგა ბაღის დირექტორის ბრალდებებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა უარყოფს. თუმცა ადასტურებს, რომ ფიქრია ჩახნაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

ამის შესახებ თემურ თორდინავამ კურიერთან სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა. 

თორდინავას განმარტებით, დირექტორის გათავისუფლების მიზეზი ბაღში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევები გახდა.

"არცერთი ადამიანის გათავისუფლება არ ხდება ისე, თუ მას კონკრეტული მიმართულებით კონკრეტული დარღვევა არ აქვს,“-განაცხადა თემურ თორდინავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები