ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 4 ათას 500 ადამიანი გამოკითხა, გამოკითხულთა 54 ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ პენსია და სახელმწიფო დახმარება აიღეს.
გამოკითხულთა 41 პროცენტის აზრით, მათი შემოსავლის წყარო ოჯახის ყველა წევრის ხელფასია.
28 პროცენტი კი ამბობს, რომ მათ შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვით მიიღეს.
საზღვარგარეთიდან დახმარება იყო შემოსავლის ერთადერთი წყარო გამოკითხული 4 ათას 500 ადამიანის 13 პროცენტისთვის.
ფასიანი ქაღალდების დაბანდებით შემოსული თანხით კი შემოსავალი გამოკითხულთა მხოლოდ 1 პროცენტმა მიიღო.