ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად გამოკითხული 4 ათას 500 ადამიანიდან ქვეყანაში მანქანების ტექნიკური დათვალიერების აუცილებელი შემოღების მომხდეა 68 პროცენტი.
გამოკითხულთა 66 პროცენტს თავადაც ჰყავს ავტომობილი და ემხრობა ტექნიკური დათვალიერების შემოღებას.
გამოკითხულ მოქალაქეთა 25 პროცენტი კი ფიქრობს, რომ არ არის აუცილებელი მანქანების ტექნიკური დათვალიერების შემოღება.
NDI-ს მიერ დასმულ ამ შეკითხვას გამოკითხულთა 6-მა პროცენტმა პასუხი არ გასცა.