20 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
გამოკითხულთა 46 პროცენტის თქმით, შშმ პირებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მორგებული არ არის

რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოსილო ხართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ კითხვაზე ყველაზე მეტი უარყოფითი შეფასება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით შშმ პირებისთვის მგზავრობა რთულია.

გამოკთხულ მოქალაქეთა 46 პროცენტი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის მორგებული შშმ პიებისთვის. 13 პროცენტი კი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს 8 პროცენტს კი მიაჩნია, რომ შშმ პირებისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მორგებულია.

კმაყოფილი ხართ თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებით? ამ კითხვას დადებითად გამოკითხულთა 52 პროცენტმა გასცა პასუხი, 15 პროცენტი კი ამბობს, რომ მარშრუტებით უკმაყოფილოა. 19 პროცენტს კი პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგით კმაყოფილია გამოკითხულ მოქალაქეთა 51პროცენტი უკმაყოფილოა - 24 პროცენტი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულებით 41 პროცენტი კმაყოფილი, 17 კი - უკმაყოფილოა. პოზიცია არ აქვს 22 პროცენტს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებით კმაყოფილია 39 პროცენტი, უკმაყოფილოა - 17, 26 პროცენტს კი პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საინტარული ნორმებით კმაყოფილია 27 პროცენტი , 19 პროცენტი კი უკმაყოფილო.

რაც შეეხება თავისუფალ ადგილებს, გამოკითხულთა 36 პროცენტი ამბობს, რომ კმაყოფილია, 22 პროცენტი - უკმაყოფილო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები