20 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
NDI - თბილისელთა ნაწილი ან უკმაყოფილოა მწვანე სივრცეების არსებობით, ან ამბობს, რომ არ არსებობს

თბილისში გამოკითხულ მოქალაქეთა ნახევარი ამბობს, რომ უკმაყოფილოა მის უბანში გამწვანებული სივრცეების მდგომარეობით.

4% კი ამბობს, რომ მის უბანში მწვანე სივრცე უბრალოდ არ არსებობს.45% კი ამბობს, რომ ის კმაყოფილია მის უბანში მწვანე სივრცეების მდგომარეობით.

ბათუმში სკვერებისა და ბაღების მდგომარეობით გამოკითხულ მოქალაქეთა 44% კმაყოფილია, 42 უკმაყოფილო, 12% კი ამბობს, რომ მის უბანში მწვანე სივრცე არ არსებობს.

მწვანე სივრცეების მდგომარეობით უკმაყოფილოები არიან ქუთაისში გამოკითხული მოქალაქეების 63% . 10% ამბობს, რომ  მათ უბანში საერთოდ არ არის არც პარკი და არც პარკი. 26% კი კმაყოფილია გამწვანებული სივრცის მდგომარეობით.

ქუთაისის მსგავსად პარკებისა და სკვერების მდგომარეობის უკმაყოფილოები არიან გორში. NDI-ს კვლევის მიხედვით ამ პოზიციას გამოკითხულთა 46% იზიარებს. 24% კი ამბობს, რომ მათ უბანში არც პარკი და არც ბაღი.

ანალოგიური მდგომარეობაა ზუგდიდში. გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან ბაღებისა და პარკების მდგომარეობით. 4% კი ამბობს, რომ გამწვანებული სივრცე არ არსებობს. 

გურჯაანში გამოკითხულთა 66% ამბობს, რომ მის უბანში მწვანე სივრცე საერთოდ არ არსებობს, 22 პროცენტი ბაღების მდგომარეობით კი უკმაყოფილოა. 12% კი კმაყოფილი.

თელავშიც ანალოგიური მდგომარეობაა. გამოკითხულ მოქალაქეთა დიდი ნაწილი 36% ამბობს, რომ მის უბანში არც ბაღია და არც პარკი, მათთან ვისთანაც პარკი ან ბაღი არის 32%ს მისი მდგომარეობა არ მოსწონს 29% კი კმაყოფილია.

რაც შეეხება მცხეთას გამოკითხული მოქალაქეების 62 პროცენტი უკმაყოფილოა ბაღების მდგომარეობით, 25 კი კმაყოფილია, 12% კი ამბობს, რომ მის უბანში არც პარკია და არც ბაღი.

ოზურგეთში ბაღების მდგომარეობით უკმაყოფილოა 42% გამოკითხული მოქალაქეების, 16 პროცენტისთვის კი არსებული მდგომარეობა მისაღებია. 25% კი ამბობს, რომ მის უბანში არც ბაღია და არც პარკი.

ახალციხეში გამოკითხული მოქალაქეებით 53 უკმაყოფილოა პარკებში არსებული მდგომარეობით. 32 % კი კმაყოფილი. 14 % კი ამბობს, რომ მის უბანში არც ბაღია და არც პარკი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები