NDI-ს კვლევის შედეგების შემდეგები, რომლის მიხედვითაც გამოკითხულ თბილისელთა 41 პროცენტი წინააღმდეგია პანორამა თბილისის მშენებლობის, პროექტისგარშემო კიდევ ერთხელ გაკეთდა ხმამაღალი განცხადებები.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროექტი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით შენდება.
„წარმოდგენილი ესკიზული სურათები მიანიშნებს, რომ ეს არის ივანიშვილის რეზიდენციის გაფართოება. სწორედ ამიტომ არ მოწონთ ეს პროექტი. მოაქალაქეებს არ ანაღვლებთ ზრუნვა ივანიშვილზე,“- აცხადებს ირაკლი აბესაძე.
ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ პროექტის იმ ადგილზე აშენება სადაც არის დაგეგმილი იქნება დანაშაული ქალაქის წინაშე.
„პანორამა თბილისის იმ ადგილზე აშენების შემთხვევაში ძალიან ცუდი პროექტია. საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, რომ დაგეგმილ ადგილზე ამ პროექტის მშენებლობა. ბიძინა ივანიშვილს თუ ხალხი არ ანაღვლებს ჯიქურ გაიტანონ,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ პროექტი პანორამა თბილისი სპეციალისტებმა შეისწავლეს და მშენებლობის ნებართვა გასცეს. თბილისის საკრებულოს წევრი ამბობს, რომ პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ის უნდა აშენდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოპოზიციის მსგავსად ამბობენ, რომ პროექტის წინააღმდეგ როგორც თბილისელები, ასევე თბილისელები, პოლიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.
შეგახსენებთ, რომ NDI-ს კვლევის მიხედვით გამოკითხულ თბილისელთა 29 პროცენტს საერთოდ არ აქვს ინფორმაცია პროექტ პანორამა თბილისის შესახებ.
ავტორი: ეკო მაღრაძე